Monday, July 11, 2016

1. 1.     პროექტის სახელწოდება:ვაჟა-ფშაველა ,,ალუდა ქეთელაური'' თემი და პიროვნება
2.      პროექტის  აქტუალობა:მოსწავლეებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული რატომ არის ალუდა გამორჩეული, რატომ ზის ..საფიხვნოს თავში'',იმიტომ, რომ ,,ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა''? მაშ მუცალს რატომ არ მოაჭრა? რა საჭიროა მტრისთვის მარჯვენის მოჭრა? ალუდა თემს დაუპირისპირდა თუ მავნე ტრადიციას?მოსწავლეებს ექმნებათ პრობლემა, რადგან არ იციან თემის ტრადიციები, ეპოქა, დრო
3.      პროექტის მიზანი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან ტრადიციებს, ეპოქას, დროს. მასწავლებელთან კონსულტაციით დაადგენენ რატომ ითვლებოდა მტრისთვის მარჯვენის მოჭრის წესი ვაჟკაცობად, როგორ შეძრა ალუდას სულიერი მდგომარეობა მუცალის საქციელმა. გაიგებენ რომ ალუდა თემს კი არ დაუპირისპირდა, არამედ დრომოჭმულ ტრადიციას, რომ ალუდა პიროვნული ღირსებით არის სავსე და ამიტომ იგი ზნეობრივი გმირია. გაიგებენ რით განსხვავდება ,,ვაჟკაცური რჯული''ტრადიციით განმტკიცებული რჯულისგან.
4.      მონაწილეთა ასაკი:16 წელი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:2-3 კვირა.
6.      მოსალოდნელი პროდუქტი:გაეცნობიან ვაჟას შემოქმედებას.თემის ტრადიციებს. ეპოქას. დროს,ფშავ-ხევსურულ მითოსს.გაიგებენ როგორი უნდა იყოს ზნეობრივი გმირი და მათთვის გასაგები იქნება ალუდას საქციელი.
7.      პროექტის მიმდინარეობა:დავყოფ კლასს ჯგუფებად დაგავუნაწილებ ფუნქციებს; 1-ლ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ მასალა წიგნებში, მე-2-მ ინტერნეტში, მე-3 გაეცნონ ფშავ-ხევსურულ მითოლოგიას,მე4-ს ფოტომასალის მოძიებას .
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორიასთან, გეოგრაფიასთან,ისტ -თან, ხელოვნებასთან.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,წიგნი,პროექტორი,ფილმი,ექსკურსია.
1.  პროექტის ხელმძღვანელი:ეთერ მერებაშვილი
1.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:merebashvilieteri@gmail.com